GoKids

ყოველდღიური რიგში დგომა, ბავშვების საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან წამოყვანა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ერთი პატარა ამოცანის გადაჭრით ჩვენ ვპოულობთ ნუგეშს იმ საკითხებში, რომლებიც ადრე გარდაუვალ რუტინად გვეჩვენებოდა.

ბავშვების გამარტივებული აყვანის სერვისი.

მთავარი:
✓︎ აღარანაირი ზარები - მხოლოდ ერთი შეხება
✓︎ მშობლებს აღარ მოუწევთ ლოდინი — ბავშვი უკვე მზად იქნება თქვენს მისვლამდე.
✓︎ ბავშვი სტრესის გარეშე, აუჩქარებლად შეძლებს მომზადებას მშობლების მოსვლამდე.
...

1
2
3

მშობლებს აღარ სჭირდებათ დარეკვა, რათა გააფრთხილონ ბავშვის მოახლოებული მოკითხვის შესახებ. საკმარისია ბავშვის ფოტოზე გადაფურცვლა. და თქვენ მოსვლისას, ბავშვი უკვე მზად იქნება.

აღმზრდელებს აღარ სჭირდებათ მშობლების ყოველდღიური ზარებზე პასუხის გაცემა, მათ მხოლოდ ბავშვის ფოტოს შეხება სჭირდებათ, რათა მშობელს გაუგზავნონ შეტყობინება  "ჩვენ ვნახეთ თქვენი მოთხოვნა".

პიკის საათებში აღმზრდელებს ზოგჯერ არ აქვთ საკმარისი დრო, რომელსაც დაუთმონბენ თითოეულ ბავშვს ცალ-ცალკე. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ბავშვი კედლის პლანშეტზე დაინახავს შეტყობინებებს თავისი ფოტოთი ან აღმზრდელი ეტყვის რომ მშობელი მალე მოვა, ის თავად, დამოუკიდებლად დაიწყებს მომზადებას.

დამოუკიდებლობის მნიშვნელობა

თითოეული ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები

ღირებულება ბავშვებისთვის

აქ ჩვენ ვხედავთ დიდ ღირებულებას თავად ბავშვებისთვის. ბავშვები, რომლებიც მიხვდებიან, რომ მალე წაიყვანენ, დაიწყებენ მომზადებას და ბავშვი სტრესის გარეშე, თავად გამოიცვლის ტანსაცმელს.

დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი

ახლა, ასაკის მიუხედავად, ბავშვი შეძლებს ჩაცმას მშობლის მოსვლის დროისთვის, აჩქარების გარეშე, უფროსებზე დაყრდნობის გარეშე.

პატარების განვითარება

ხოლო პატარების შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან ჩაცმას და მაშინაც კი, თუ თავიდან ვერ გამოუვათ, შემდეგ ძალიან მალე თქვენი შვილი ისწავლის და გახდება დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პატარა ადამიანი.

სანიტარული პირობები 

ბაქტერიული და სანიტარული პირობები ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ბავშვებისთვის. მშობლების ბაღებში ხანგრძლივი ყოფნის შეზღუდვა ან თუნდაც ბავშვების ფოიედან გაყვანის ორგანიზებით, შეიზღუდება ქუჩიდან შემოტანილი მიკრობებისა და ვირუსების გავრცელება

საცობები

ჩვენ ასევე ვმოქმედებთ საცობებზე. თუ ბავშვის  გამოყვანაზე ნაკლები დრო დაიხარჯება, მაშინ საბავშვო ბაღის მახლობლად ერთდროულად ნაკლები მანქანა დაგროვდება.

ლიცენზიის ღირებულება

მხოლოდ 10 ლარი წელიწადში

უამრავი მოსახერხებელი გადაწყვეტა

ჩვენ არ ვქმნით წესს - ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტს თქვენი წესებისთვის

საბავშვო ბაღის მიერ ლიცენზიის გადახდა

მას შემდეგ, რაც შექმნით "ბავშვების ბარათებს", მშობლებს შეუძლებათ გაიარონ ვერიფიკაცია და გადაიხადონ ლიცენზიის საფასური GoKids-ის აპლიკაციაში. ლიცენზიის გადახდის ფუნქცია ასევე ხელმისაწვდომია თქვენთვის. "Card" განყოფილებაში (თქვენი დაწესებულების ვებგვერდზე) შეგიძლიათ ერთდროულად გადაიხადოთ ერთი ან რამდენიმე ლიცენზიის საფასური.

ბავშვის ბარათის გაზიარების შესაძლებლობა

მას შემდეგ, რაც "მშობელი" გაივლის ვერიფიკაციას GoKids-ის აპლიკაციაში, მას შეუძლია გაუზიაროს ბავშვის ბარათი ოჯახის წევრებს. და ეს სრულიად უფასოა.

ბავშვის ფოტო

ბავშვის ფოტოს ატვირთვა ხდება მხოლოდ მშობლის მიერ. GoKids აპლიკაციაში ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, მშობელს შეუძლია დააყენოს ბავშვის ფოტო, რომელიც მიენიჭება "ბავშვის ბარათს" სისტემაში და გამოჩნდება GoKids:Monitor-ში გამოძახების დროს.

მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ბავშვის ფოტო.

რეაგირებისთვის 120 წამი

მას შემდეგ, რაც მშობელი გამოაგზავნის "მოთხოვნა-გამოძახებას", დაწესებულების მხარეს GoKids:Monitor აპლიკაციაში გამოჩნდება "გამოძახება" დამახასიათებელი ხმით. ყველაფერი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის შეხება, და ამავე წამს მშობელი მიიღებს თქვენს შეტყობინებას.

GoKids:Monitor აპლიკაციის დაყენება შესაძლებელია როგორც თქვენს სმარტფონზე, ასევე პლანშეტზე.

ჩვენ გირჩევთ ჩვენს GoKids პლანშეტებს.

ერთი ჯგუფი მრავალ მონიტორში. და მრავალი ჯგუფი ერთ მონიტორში.

მშობლებისგან "გამოძახების" მიღების ორგანიზებაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

შეგიძლიათ GoKids:Monitor დაუყენოთ თითოეულ მასწავლებელს და დაუმატოთ მათ მხოლოდ ის ჯგუფი, რაზეც ისინი არიან პასუხისმგებელი.

ან შეგიძლიათ დააყენოთ GoKids:Monitor რესეფშენზე და დაამატოთ ყველა ჯგუფი.

შეზღუდვები არ არის - შექმენით თქვენთვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა.

მშობლებისგან "გამოძახების" მიღების საუკეთესო გზა.

ამ მეთოდით აღფრთოვანებული არიან თავად ბავშვები.

დააყენეთ GoKids:Monitor პლანშეტი კედელზე ჯგუფში და ბავშვები თავად მოახდენენ რეაგირებას და მოითხოვენ ჩაცმას.

"გამოძახებების" ისტორია

GoKids:Monitor აპლიკაციაში ინახება მიმდინარე დღის გამოძახებების ისტორია. მისი ნახვა ყოველთვის შეგიძლიათ.

მასწავლებლებისა და ძიძებისთვის მოსახერხებელი.

მასწავლებლებსა და ძიძებს შეუძლიათ გამორთონ მშობლებისგან "გამოძახებები" საკუთარ მოწყობილობაზე, როდესაც ისინი არ არიან მორიგეობაზე. იმ პირობით, რომ მეორე მასწავლებელს ამ ჯგუფის მშობლებისგან შეტყობინებები ჩართული აქვს!

სხვა მაგალითი: საკლასო ოთახში (ჯგუფში) კედელზე დამაგრებულია GoKids:Monitor პლანშეტი და მასწავლებელს სმარტფონზე დაყენებული აქვს GoKids:Monitor. როდესაც ჯგუფი თავისი ოთახის გარეთ იმყოფება (ვთქვათ, დაწესებულების ტერიტორიაზე სეირნობს), მასწავლებელს შეუძლია ჩართოს მშობლების შეტყობინებები თავის სმარტფონზე.

ერთს მშობელს რამდენიმე შვილი.

თუ დაწესებულებაში ერთი და იგივე ტელეფონის ნომერი დაემატა რამდენიმე "ბავშვის ბარათს" ან თუნდაც სხვადასხვა დაწესებულებაში დაემატა მშობლის ერთი და იგივე ნომერი.

მაშინ ყველა ბარათი აისახება ერთ მშობელთან.

და მას ბარათებს შორის გადასასვლელად (ასარჩევად) მხოლოდ მარცხნივ ან მარჯვნივ უნდა გადაწიოს ბარათები.

თუ ბავშვების წამოსაყვანად რამდენიმე ადგილი გაქვთ.

ჩვენ გავითვალისწინეთ ეს შესაძლებლობა. "პროფილებში" შეგიძლიათ გაააქტიუროთ ბავშვების წამოსაყვანად 3 ადგილამდე. მშობელი გამოძახებამდე ირჩევს წამოსაყვან ადგილს და თქვენ ხედავთ, სად ელოდება მშობელი თავის შვილს.

მოიზიდეთ და გამოიმუშავეთ!

ყოველი საბავშვო ბაღი იღებს ბონუსებს ლიცენზიების გაყიდვიდან, როგორც საკუთარი, ასევე სხვა მოზიდული საბავშვო ბაღებისგან 5%-ს.

როგორ მუშაობს ეს?

ლიცენზიის ყოველი გაყიდვიდან "საბავშვო ბაღი" იღებს 5%-ს. თუ სხვა "საბავშვო ბაღი" რეგისტრაციისას მიუთითებს თქვენს რეფერალურ კოდს, მაშინ დამატებით ამ საბავშვო ბაღის გაყიდვებიდანაც მიიღებთ 5%-ს.

როგორ და რაზე შეგიძლიათ დახარჯოთ ბონუსები?

1. დაგროვებული ბონუსებით შეგიძლიათ გადაიხადოთ ლიცენზია თქვენი "საბავშვო ბაღის" ბავშვებისთვის, მაგალითად, სოციალურად დაუცველებისთვის.

2. დაგროვებული ბონუსებით შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი ფირმული პლანშეტები.

შეტყობინების ხმა - ეს მნიშვნელოვანია.

თუ იყენებთ GoKids:Monitor-ს თქვენს სმარტფონზე (როგორც წესი, სმარტფონები დაბლოკილია), მაშინ შეტყობინება - "გამოძახება" მშობლებისგან მოვა როგორც სტანდარტული შეტყობინება, ამიტომ გირჩევთ შეცვალოთ GoKids-ის შეტყობინების ხმა, სტანდარტულიდან ჩვენსაზე.

როგორ გავაკეთოთ ეს, წაიკითხეთ აქ.

და კიდევ - შეგიძლიათ უპასუხოთ "გამოძახებას" აპლიკაციის გახსნის გარეშე. პირდაპირ შეტყობინებაში არის ღილაკი - ეს ძალიან მოსახერხებელია.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია

სახელი
ტექსტი *

 გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება   GoKids-ის გამოყენებით 

 კიდევ რა შეიძლება დაემატოს ან  გაუმჯობესდეს? 

GoKids: ჭკვიანი გადაწყვეტა

Join us

Devices

Contact

Levani Kananadze

+995 597-03-31-40

Partnerships

Download the App

მონაცემთა უსაფრთხოება
GoKids-ის მონაცემები დაცულია საერთაშორისო სტანდარტებით. ჩვენ ვიყენებთ გერმანულ სერვერულ ინფრასტრუქტურას (ISO 27001, GDPR) და TLS/SSL შიფრაციას ყველა კავშირისთვის. თქვენი კონფიდენციალურობა ჩვენი პრიორიტეტია.